ანგარიში

             ქ. გორის №9 საჯარო სკოლა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის კვლევა თემაზე: „მივიყვანოთ თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში” 2013 წ. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესული განვითარების ჯგუფი მადლობას უხდის ყველას ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი კვლევის წარმატებით წარმართვაში: სკოლის მასწავლებლებს-რომლების აქტიურად ჩაერთვნენ ანკეტირებისთვის კითხვების შედგენაში; ინტერვიუების ჩაწერაში, ინფორმაციების შეგროვებაში... 1-12 კლასების მოსწავლეებს,რომლების 5 წლის ასაკში მივიდნენ სკოლაში, მათ მშობლებს; №1; №3 და №12 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს და აღსაზრდელებს; № 1 ბაგა-ბაღის დირექტორს-მეცნიერებათა დოქტორს, ქალბ.: ლალი ბაიაძეს; ბაგა-ბაღის აღსაზრდელის -4 წლის გიორგის დედა- ნათია თოთლაძეს(სურვილი აქვს, რომ 5 წლის ასაკში მოიყვანოს შვილი სკოლაში); ფსიქოლოგ : დალი ცარციძეს; ბავშვთა ნევროპათოლოგ : მაია მცურავიშვილს; პედიატრს ნანა ნინიაშვილს; პოლიკლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელს: ნანა კობახიძეს; რომლებმაც აქტიურად ითანამშრომლეს კვლევის მიმდინარეობისას : საკუთარი გამოცდილებები გაგვიზიარეს და სასურველი ინფორმაციები მოგვაწოდეს.

 სარჩევი 

შესავალი-------------------------------------------------------------------------------------------- 2.
 5 წლიანი ბავშვების სკოლაში მიყვანის პრობლემის აქტუალურობა--------------- 3. 
 საკვლევი პრობლემა------------------------------------------------------------------------------ 4. 
 საკვლევი თემის მიზანი-------------------------------------------------------------------------- 5. 
კვლევის შედეგი------------------------------------------------------------------------------------ 6. 
ნაწილი 2. 
კვლევის მეთოდოლოგია------------------------------------------------------------- 7. 
კვლევის სამიზნე ჯგუფი-------------------------------------------------------------------------- 8. 
კვლევის პროცესი----------------------------------------------------------------------------------- 9.
 არსებული მდგომარეობის ანალიზი-------------------------------------------------------- 10.
 მონაცემთა შეგროვება-----------------------------------------------------------------------------11.
 ნაწილი 3. 
 შედეგები------------------------------------------------------------------------------- 12. 
 ნაწილი 4. 
 დასკვნა ------------------------------------------------------------------------------- 13.
 ნაწილი 5.
 რეკომენდაციები--------------------------------------------------------------------- 14.
 ნაწილი 6 
გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------------- 

 შესავალი

 წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკული კვლევის ანგარიშს ,რომელიც ქ.გორის №9 საჯარო სკოლაში სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრების მიერ განხორციელდა. 
ნაწილი1.
 ნაშრომის პირველ ნაწილში განვიხილავთ ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში მიყვანის პრაქტიკას საქართველოში და კვლევის პრობლემას. მეორე ნაწილში საუბარი იქნება კვლევის პროცესზე სკოლაში 5 წლიანი მოსწავლეების სწავლის ხარისხზე და ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა სასკოლო ცხოვრებისთვის მზაობაზე. მესამე ნაწილში განვიხილავთ მიღებულ შედეგებს,ხოლო მეოთხე ნაწილში რეკომენდაციებს და დასკვნას. 1.1. 5-წლიანი ბავშვების სკოლაში მიყვანის აქტუალურობა. საქართველოში ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში მიყვანა ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ 2-3 წელია უკვე ჩვენს სკოლებში მასიური ხასიათი მიიღო იქცა 5 წლის ბავშვების სკოლებში მიყვენამ, რამაც გარკვეული სირთულეები წარმოშვა სწავლის დაწყებით საფეხურზე სწავლების პროცესში. ეს პრობლემა არც ჩვენი სკოლისთვის აღმოჩნდა უცგადავწყვიტეთ გაგვერკვია რა მდგომარეობა იყო ჩვენს სკოლაში. კვლევაზე მუშაობის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში ინტერნეტით გამოქვეყნდა სხვადასხვა კვლევის შდეგები, რომლებშიც განხილული იყო ბავშვთა აღზრდის სფეროში მომუშავე სხვადასხვა დარგის კომპეტენტური პირების შეხედულებებზე და გამოცდილებებზე დაყრდნობით მიღებული დასკვნები. ჩვენი ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ კვლევა გვეწარმოებინა ხო : ჩვენი სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის ერთ-ერთი წევრია დაწყებითი კლასების მასწავლებელი და ამავე დროს დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე . ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს საკვლევი თემების განილვისას დასახელებულ სხვა თემებს შორის პრიორიტეტად ხუთწლიანი ბავშვის სკოლაში მისაღებად მზაობა ავირჩიეთ. 1.2. საკვლევი პრობლემა. საკვლევი თემა №9 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე პედაგოგები,რომლებიც არ იყვნენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრები,სიამოვნებით გვიწევდნენ დახმარებას პრაქტიკულ კვლევაზე მუშაობის მსვლელობისას. ჯგუფის წევრებმა, დირექტორთან შეხვედრის დროს კვლევაზე მუშაობის დაწყების სტრუქტურის შემუშვებისას, ადმინისტრაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება კვლევა გვეწარმოებინა ჩვენი სკოლის 5 წლის ასაკში მოსულ მოსწავლეთა და ბაგა-ბაღის (4-5 წლის) აღსაზრდელთა ბაზაზე. საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი სკოლის 5-წლიანი ( რომლებიც იანვრის შემდეგ ხდებოდნენ 6 წლის) მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულობის ხარისხი და აკადემიური მიღწევები; აგრეთვე სკოლამდელი ასაკის ბაგა-ბაღის აღსაზრდელების სასკოლო ცხოვრებისთვის მზაობა. 1.3. საკვლევი თემის მიზანი. ჩვენს მიერ დასახული გეგმისა და შემუშავებული სტრუქტრიდან გამომდინარე საკვლევი თემის მიზანი გახდა : ხუთწლიანი ბავშვის მზაობა სასკოლო ცხოვრებისთვის . იმისათვის ,რომ დაგვედგინა რეალურად არსებული პრობლების გამომწვევი მიზეზები და ამ პრობლემების „ გაგრძელების“ ხასიათი მაღალ კლასებში შევიმუშავეთ შემდეგი შეკითხვები. • რატომ ჩქარობენ მშობლებს ბავშვის 5 წლის ასაკში სკოლაში მოყვანას. • როგორია 5-7 წლიანი ბავშვის სასკოლო მზაობა; ასაკობრივი სხვაობის დამოკიდებულობა სწავლების პროცესში; • გონებრივი განვითარების ინდივიდუალურობა; • სწავლის პროცესში არსებული სირთულეების ხარისხი; სოციუმი და კომუნიკაბელურობა. • აკადემიური მოსწრება და სწავლების პროცესში ჩართულობის ხარისხი 1.4. კვლევის შედეგი. თითოეული ბავშვის ფსიქიკა და გონებრივი პოტენციალი ინდივიდუალურია, აქედან გამომდინარე, მათი სასკოლო ცხოვრებისთვის მზაობა განსხვავებულია და რა თქმა უნდა მათი სკოლაში მიღება უნდა მოხდეს შერჩევით, რათა სხვებთან შედარებით ადრე მომწიფებული ბავშვი არ დარჩეს სკოლის გარეთ ან , პირიქით, მოუმზადებელი ბავშვისთვის სასწავლო პროცესი არ აღმოჩნდეს არასასურველი. ნაწილი 2. კვლევის მეთოდოლოგია. ამ თავში აღწერილია პრაქტიკული კვლევის მიმდინარეობა: თუ როგორ ჩატარდა კვლევა-რა მონაცემები იქნა მოპოვებული, რა გზით და როგორ განხორციელდა მათი ანალიზი. გაანალიზებული იქნება 5 წლიანი ბავშვების სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესში არსებული სირთულეები , მოსწავლეების დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი არსებულ ლიტერატურულ მასალებზე და ამ თემაზე ინტერნეტით გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. ასევე კვლევის პროცესში გამოწვეულ სირთულეებზე 14.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი. კვლევის შინაარსიდან გამომდინარე ,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრებმა დირექციასთან შეთანხმებით, სამიზნე ჯგუფად შევარჩიეთ • І-XІІ კლასის მოსწავლეები,რომლებიც 5 წლის ასაკში მივიდნენ სკოლაში და ამავე დროს 6 წლისები გახდნენ მომავალი წელს (ასეთი მოსწავლე მთელ სკოლაში აღმოჩნდე 36, აქედან მე-3 კლასელი 12 იყო), მათი მშობლები, მათი პედაგოგები; • ბაგა-ბაღის 4-5 წლის აღსაზრდელები; მათი აღმზრდელები; ბაგა-ბაღის დირექტორი,მეცნიერებათა დოქტორი: ლალი ბაიაძე,(რომელიც კვლევის მსვლელობისას დაგვთანხმდა ინტერვიუს ჩაწერაზე); • ფსიქოლოგი: დალი ცარციძე; • პედიატრი: ნანა ნინიაშვილი; • ბავშვთა ნევროპათოლოგი: მაია მცურავიშვილი; • პოლიკლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელი: ნანა კობახიძე (რომელიც ასევე კვლევის მიმდინარეობისას ჩაგვერთო); 2.2. კვლევის პროცესი : კვლევაზე მუშაობის დაწყებამდე , სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრები შევიკრიბეთ კვლევაზე მუშაობის გეგმის შედგენისა კვლევის პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის ერთმანეთში ფუნქციების განაწილების მიზნით. გადავწყვიტეთ, რომ კვლევის შედეგები და დასკვნები უფრო მეტად საიმედო და დამაჯერებელი რომ ყოფლიყო 5 წლის აღსაზრდელების სასკოლო ცხოვრებისთვის მზაობასთან ერთად გამოგვეკვლია მათი გონებრივი შესაძლებლობების განვითარება ზემოთ კლასებში (რასაკვირველია ჩვენი სკოლის ბაზაზე). ამის შმდეგ შევხვდით დირექტორს და გავაცანით ჩვენი გეგმები კვლევაზე მუშაობის წარმართვის შესახებ. დირექტორმა დახმარება შემოგვთავაზა საჭიროების შემთხვევაში და გარკვეული რჩევები და მითითებები მოგვცა. ამის შემდეგ შევხვდით კლასის ხელმძღვანელებს, გავაცანით ჩვენი მუშაობის გეგმები და ვაცნობეთ, რომ კვლევის პროცესში მათი დახმარება გვჭირდებოდა. კლასის ხელმძღვანელების დახმარებით შევადგინეთ ჩვენთვის სასურველი მონაცემების მქონე მოსწავლეების (თანაც ეს მოსწავლეები 1 იანვრის შემდეგ უნდა ყოფილიყვნენ დაბადებულები) სია და ინფორმაცია მათი აკადემიური მოსწრების შესახებ. რადგან ჩვენი კვლევის ერთ-ერთი საკითხი 5 წლიანი მოსწავლეების აკადემიური მოსწრების კვლევა იყო. აღმოჩნდა,რომ: ჩვენს სკოლაში ასეთი სულ 36 მოსწავლე სწავლობდა . 5 წლიან მოსწავლეთა რაოდენიბის შედარება სკოლის მოსწავლეთა რაოდენობასთან კლასების მიხედვით. 5 წლიან მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება კვლევაზე მომუშავე-- ფოკუს-ჯგუფის წარმომადგენლები კვლავ შევიკრიბეთ და შევადგინეთ მუშაობის განრიგი. ამის შემდეგ შევხვდით პედაგოგებს, ვთხოვეთ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი მოსაზრებები (პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე) და შეხედულებები მიმდინარე კვლევის შესახებ და მოეწოდებინათ . კვლევის პროცესში გამოვიყენეთ კვლევის შემდეგი მეთოდები: • თვისობრივი--დიალოგი; ინტერვიუ ; ფოკუს-ჯგუფები ; • რაოდენობრივი--ღია ანონიმური ანკეტირება; ზეპირი გამოკითხვა; კვლევის პროცესი მთლიანად დამოკიდებული იყო არა მხოლოდ მკვლევარებზე არამედ კვლევეში ჩართულ მასწავლებლებზე, მოსწავლეებზე, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებზე,მათ აღმზრდელებზე და ყველა მათზე ვინც კვლევის მიმდინარეობისას ინფორმაციას გვაძლევდა სხვადასხვა ფორმით. ეს კი იმითაა გამოწვეული , რომ ისინი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ საკუთარი მუშაობის ან ცხოვრების პრაქტიკიდან გამომდინარე. გარდა ამისა საკვლევი პრობლემა პირადად მათ ეხებათ და აქედან გამომდინარე მათთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია. კვლევის პროცესში აქტიურად გვეხმარებოდნენ კლასის დამრიგებლები, რომლებმაც მოგვაწოდეს ჩვენი კვლევისთვის სასურველი მოსწავლეების სიები. მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა- ანკეტირებისთვის სასურველი კითხვების შედგენაში მონაწილეობის მიღებით; მოსწავლეები -რომლებმაც მათთან მიმდინარე დიალოგების დროს, ფოკუს-ჯგუფებით თუ ინდივიდუალური ზეპირი გამოკითხვის დროს დაუფარავი და გულახდილი ინფორმაცია მოგვაწოდეს; კვლევაში მოსწავლეთა მშობლებისთვის ანკეტური გამოკითხვა ავირჩიეთ ღია-ანონიმური კითხვებით; ფსიქოლოგისგან -წერილობითი რჩევები მივიღეთ; ხოლო პედიატრთან, ნევროპათოლოგთან, პოლიკლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელთან ინტერვიუები ჩავწერეთ . ბაგა-ბაღის აღმზრდელები ,რომლებმაც ზეპირი გამოკითხვისა და სიღრმისეული ინტერვიუს დროს გულაზდილად ისაუბრეს აღსაზრდელებთან მუშაობის პრობლემებზე, ბავშვების თავისებურებებზე და 5 წლის მოზარდების გონებრივ შესაძლებლობებზე. 2.3 არსებული მდგომარეობის ანალიზი. როგორც სკოლის მონაცემებიდან ჩანს სკოლაში თითქმის ყოველ წელს შემოდი- ოდა 1-დან 4-მდე 5 წლიანი მოსწავლე, რომლებიც იანვრის შმდეგ ხდებოდნენ 6 წლის (სექტემბრიდან იანვრამდე დაბადებულების რაოდენობა ბევრად უფრო მეტია). თუმცა მათმა რაოდენიბამ 12-ს მიაღწია 2011 წელს,როდესაც ყველა 5 წლიანის მოზარდის სკოლაში მიყვ ანა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ნებადართული გახდა. ამ დროს სკოლაში 30 მოსწავლეს შორის 12 მოსწავლე 5 წლიანი იყო. ამ გარემოებამ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ამ კლასში შემსვლელ მასწავლებლებში; მასწავლებლებს გაუჭირდათ მათთან მუშაობა, რადგან მოსწავლეებს არ ჰქონდათ მასალის სრულფასოვნად ათვისების უნარი;მასწავლებლებს უხდებოდათ მეტი ძალისხმევა და ენერგიის დახარჯვა შედეგის მისაღწევად. ალბათ ამ ფაქტმა გარკვეულწილად გავლენა მოახდინა მომდევნო წლებზე და როგორც ვხედავთ 2012 -2013 წლებში 5 წლიან მოსწავლეთა რაოდენობა 2-მდე შემცირდა. 2.4 მონაცემთა შეგროვება ფოკუს ჯგუფი ფოკუს ჯგუფი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისაგან ინფორმაციის მისაღებად ჩატარდა. ჩვენი მიზანი იყო მოგვესმინა მათი აზრი შემდეგ საკითხებზე: • რატომ გადაწყვიტეს,რომ სკოლაში 5 წლის ასაკში მოსულიყვნენ • თვითონ სურდათ სკოლაში მოსვლა თუ მშობლების რჩევით მიიღეს გადაწყვეტილება • საბავშვო ბაღში სიარულს სკოლაში სწავლა რატომ არჩიეს • როგორი იყო მათი სკოლაში სწავლის პირველი წელი • როცა ისინი ამზადებდნენ გაკვეთილებს, მისი თანატოლები კი ეზოში თამაშობდნენ,ხომ არ ნანობდნენ;რა გრძნომა უჩნდებოდათ • სწავლა ხომ არ გაუჭირდათ ან ეზარებოდათ. • როგორ ააწყეს ახალ მეგობრებთან ურთიერთობა. ხომ არ გრძნობდნენ რომ პატარები იყვნენ. მოსწავლეები საუბრობდნენ ხალისით .გაიხსენეს ბევრი რამ წარსულიდან;მათ შორის გამოიკვეთა რამოდენიმე მოსწავლე რომლებიც მზად იყვნენ ყველა კითხვაზე დაუსრულებლად ესაუბრათ. მათ გულახდილად ისაუბრეს მათ წინაშე შქმნილ პრობლემებზე, რომლებიც ძირითადად სასწავლო პროცესს შეეხებოდა; გამოიკვეთა რომ ყველა ეს სიძნელე მათ დააძლევინეს მათმა მასწავლებლებმა, ამიტომაც მადლიერი სახეებით გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ მათდამი დიდ სიყვარულს .( მათთან საუბრის შედეგებს დავურთავთ ბოლოს) ზეპირი გამოკითხვა ზეპირი გამოკითხვა ჩატარდა V-ХII კლასის 5 წლის ასაკში მისულ მოსწავლეებთან, ჩვენთვის საინტერესო იყო გაგვერკვია მათი თვალთახედვით როგორ ჩანდა ის სიძნელეები, რომლებიც მათ შეიძლება გასჩენოდათ სკოლაში მისვლისას, როგორ შეძლეს პრობლემების დაძლევა და როგორი იყო მათი აზრი როგორ აფასებდნენ ამ გადასახედიდან: მათი სკოლაში მოყვანა შეცდომა იყო თუ სწორი გადაწყვეტილება. მოსწავლეებმა სიამოვნებით გაიხსენეს სკოლაში მოსვლის დღე. უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ისინი თანაკლასელებთან ერთად, ერთ ჯგუფში, დადიოდა ბაგა-ბაღში და ამან განაპირობა უფრო მეტად მათი სკოლაში მოსვლა. თუმცა მშობლებთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სწავლის დროს უმრავლესობას არ ჰქონიათ არანაირი პრობლემა. არც სიზარმაცე სძლევდათ,თამაშსაც ასწრებდნენ მეგობრებთან ერთად,რადგან შეეძლოთ სწრაფად მოემზადებინათ გაკვეთილები.ზოგიერთს- „პირიქით, მიხაროდა სხვებზე მეტად გონიერად ვიგრძენი თავი“ სიამაყისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ,ზოგს თავდაჯერებულობა შეემატა; ზოგისთვის კი-(ვინც მშობლების გადაწყვეტილებით მოვიდნენ) „არც ისე ცუდი აღმოჩნდა როგორც ვფიქრობდი“. ( მათთან საუბრის შედეგებს დავურთავთ ბოლოს). ზეპირი გამოკითხვა ჩატარდა მესამე კლასის ინგლისური ენის მასწავლებელთან: ბაბულია კეჭუაშვილთან და კლასის ხელმძღვანელთან: ხათუნა მურადელთან , რომელთაც ყველაზე დიდი პრობლემების გადალახვა მოუხდა 5 წლიან მოსწავლე- ებთან მუშაობის პროცესში. ფაქტობრივად ამ კლასში სწავლება მოუწიათ სამი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს ( 5,6 და 7 წლის ასაკის ), აქედან გამომდინარე მათი ათვისების დონე იყო სხვადასხვა და მასწავლებელს უხდებოდა უფრო მეტად 5 წლიან მოსწავლეებისაკენ ყურადღების გადატანა; კლასში ახლაც არიან მოსწავლეები რომლებიც ვერ მისდევენ პროგრამას; მასწავლებლისმშობლებისადმი დიდი თხოვნის მიუხედავად, რომ მათმა შვილებმა ხელმეორედ გაიარონ იგივე კლასი, ისინი კვლავ აგრძელებენ ამავე კლასში სწავლას. კითხვარი ღია ანონიმური კითხვარი შევადგინეთ 5 წლიან მოსწავლეთა მშობლებისათვის, მათგან ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის. კითხვარის საშუალებით მშობლებისაგან გავიგეთ მიზეზი რატომ ჩქარობენ შვილები ერთი წლით ადრე „მოსწყვიტონ ბავშვები უდარდელ წლებს“ აღმოჩნდა,რომ: მშობლები შვილების სკოლაში ნაადრევად მოყვანის მიზეზად მათი შვილების სასკოლო მზაობასთან ერთად ცხოვრების დაჩქარებულ ტემპს ასახელებდნენ; გამოიკვეთა რომ მოსწავლეებმა საკუთარი პრობლემები „დაგვიმალეს“, რადგან ისინი საუბრის დროს მხოლოდ წარმატებებზე ლაპარაკობდნენ, პრობლემების გადალახვაც თითქმის არ გასჭირებიათ; მშობლები კი უფრო გულახდილები აღმოჩნდნენ, რაც ალბათ კითხვარის ანონიმურობამ განაპირობა. მშობლების ნაწილი აღიარებდა საკუთარ შეცდომას და ნანობდა შვილის ნაადრევად სკოლაში მოყვანას ; თუმცა მაღალი კლასების მოსწავლეთა მშობლები აღნიშნავდნენ რომ მათმა „გაბედვამ“ გაამართლა, მათმა შვილებმა ადვილად აუღეს ალღო სასკოლო ცხოვრებას და წარმატებითაც აგრძელებენ სწავლას მაღალ კლასებში. ინტერვიუ ინტერვიუს აღება მოგვიხდა პედიატრისგან, ბავშვთა ნევროპათოლოგისგან, პოლიკლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელისგან; ეს ინტერვიუები ჩვენი კვლევისთვის საჭირო ბევრი ინფორმაციის მომცემი აღმოჩნდა. ბავშვთა ნევროპათოლოგის აზრით:“ მოსწავლეები ვერ უძლებენ სკოლის რეჟიმს,ეფანტებათ ყურადღება,ექმნებათ ფიზიკური და ნერვული პრობლემები და მიჰყავთ ექიმთან გარკვეული ჩივილებით; თუმცა პრობლემები ექვსწლიანებსაც ექმნებათ; აუცილებელია, შეიცვალოს სწავლების სისტემა, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ გარდამავალი პერიოდი ბაღიდან სკოლისაკენ; არ შეიძლება ყველა 5-წლიანის სკოლაში მიყვანა. მხოლოდ გარკვეული გამონაკლისის დაშვებაა შესაძლებელი.“ პედიატრის აზრით: ბოლო წლებში ბავშვები ბევრად განვითარებულები არიან,რაშიც ბაგა-ბაღი გარკვეულწილად საფუძველს უქმნის; ბავშვებს სიახლეების მიღება უნდათ, დიდია მათში ახლის ათვისების უნარი და წარმატებითაც სძლევენ პროგრამას; არა აქვს მნიშვნელობა ასაკს, პრობლემები 6 წლიან მოსწავლეებშიც არის. თუმცა ყველა 5-წლიანი ვერ იქნება მზად სასკოლო ცხოვრებისთვის. გამონაკლისი კი ყოველთვის არსებობს. №1 ბაგა-ბაღის დირექტორისგან, მისი აზრით: • ბავშვის შესაძლებლობების კვლევა უნდა ხდებოდეს ბაღში და გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე ხდებოდეს 5 წლის ბვშვის მიყვანა სკოლაში. • შეიძლება შეიქმნას სკოლისთვის მოსამზადებელი ჯგუფი ;თუმცა არა აქვს მნიშვნელობა ეს ჯგუფი სკოლაში იქნება თუ ბაღში. №3 და № 12 ბაგა-ბაღის აღმზრდელების აზრით სრულიად მიუღებელია 5 წლის ბავშვის სკოლაში მასიური მიყვანა;ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული ,რაც შეიძლება ჩაიდინონ ადამიანებმა შვილების მიმართ; ბავშვმა უნდა ითამაშოს,მან თავისი აღზრდის ყველა ეტაპი თანმიმდევრობით უნდა გაიაროს.თუ ამას ჩვენ წავართმევთ, ის წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევს,მაგრამ მის ფსიქიკაზე სავალალოდ აისახება; თუმცა შეიძლება, დავუშვათ გამონაკლისი, თუ ეს დედას უნდა და ბავშვს ხელს უწყობს გენეტიკა,სოციალური გარემო და ოჯახი. დიალოგი დიალოგი გვქონდა №1 ბაგა-ბაღის მასწავლებელთან : ნათია თოთლაძესთან; ნათია ამავე დროს არის 4 წლის გიორგის დედა და სურვილი აქვს გიორგი მოიყვანოს სკოლაში 5 წლის ასაკში. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მან გიორგის გონებრივ შესაძლებლობებთან ერთად საკუთარი ძმის მაგალითი გვიამბო, რომელიც ასევე 5 წლის ასაკში მივიდა სკოლაში ,ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა,სამედიცინო უნივერსიტეტი და ახლაც წარმატებებით აგრძელებს სწავლას საზღვარგარეთ. • დიალოგი გვქონდა ფსიქოლოგთან,მისი აზრით: 5 წლის ბავშვის მიყვანა არ არის რეკომენდებული მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე.ბავშვის ფსიქოლოგიაში განიხილება ასაკობრივი პერიოდები,რომლებიც პარალელურ რეჟიმში,თუმცა არაერთგვაროვნად, დაკავშირებულია მის ბიოლოგიურ,ფიზიოლოგიურ ,ენდოკრინულ და ა.შ. განვითარებასთან და მასთან დაკავშირებულ ეტაპებთან. • სასკოლო ასაკი არის გარდამავალი,გარდატეხის პერიოდი და ითვლება კრიზისულ ეტაპად,რომელიც ცნობილი იყო 6 წლის ასაკის კრიზისად,ამ საფეხურის გადალახვა უფრო მეტად გაუჭირდება 5 წლის ასაკის ბავშვს. • 5 წლის ასაკი ნაადრევია სასკოლო ასაკად. სასკოლო ასაკის დაპატარავება ჩაითვლება გართულებად ,რაც შედეგად მოგვცემს დაყოვნებას,ეს კი თავის მხრივ უარყოფითი შედეგია აღმზრდელობითი და აკადემიური თვალსაზრისით.” ნაწილი 3. შედეეგები კვლევის ანგარიშის შედეგების სექცია მოიცავს: მოსწავლეები : : თანაკლასელებთან ურთიერთობა არ გასჭირვებია არცერთს,რადგან ყველა მათგანი ბაგა-ბაღის აღზრდილი იყო და იქ თამაშს სკოლაში სწავლა ამჯობინეს თანაჯგუფელ 6 წლიან ბავშვებთან ერთად; 36 მოსწავლიდან 8 ფიქრობს ,რომ უკეთესი იქნებოდა 6 წლის ასაკში მოსულიყო სკოლაში; ხოლო 5-ს , პირველ კლასში ყოფნისას, მეცადინეობის დროს ერჩია თავის თანატოლებთან ერთად გარეთ ეთამაშა ; თუმცა მათი აზრით ყველაზე დიდი როლი მათ აღზრდაში,სიძნელეების წარმატებით გადალაზვაში პედაგოგებს მიუძღვით „მათ მასწავლებლებმა შეაყვარეს სკოლა“ მშობლები • შვილების სკოლაში მოყვანის მიზეზი ძირითადად შვილების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები, 12 წლიანი სწავლება და ცხოვრების ჩქარი ტემპია; მათგან მხოლოდ 3 ნანობს,რომ შვილი 5 წლის ასაკში მოიყვანა სკოლაში; თუმცა ამბობენ, რომ მათმა გადაწყვეტილებამ გაამართლა, სიძნელეები მათ შვილებს არ შექმნიათ (გარდა 2 მოსწავლის) ერთადერთი პრობლემა მათთვის მძიმე ჩანთის ტარებაა. ამბობენ,რომ: • ,,პედაგოგის დახმარებით ყველაფერი კარგად წარიმართა”; • ,,ერთი წელი არაფერს შეცვლიდა”; • ,,გონება ადრეული ასაკიდან უნდა განვითარდეს”. მასწავლებლები • შეიძლება ბავშვი 7 წლის იყოს და მას უჭირდეს საპროგრამო მასალის ათვისება. თუმცა დაწყებითი კლასების მასწავლებელთა პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა,რომ 5 წლიანი ბავშვები სხვებზე უკეთესად სძლევენ პროგრამას. თუმცა ყველა ხუთწლიანის სკოლაში მიყვანა არარეკომენდებულია.ამბობენ,რომ დედამ ყველაზე კარგად იცის საკუთარი შვილის შესაძლებლობები,ამიტომ ბავშვის სკოლაში მიყვანა ან არმიყვანა უნდა გადაწყვიტოს დედამ.“ • საბაზო–საშუალო საფეხურის მასწავლებლების აზრით ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა არ შეიმჩნევა არც ფიზიკური , არც გონებრივი თვალსაზრისით. ამ საფეხურის ხუთწლიანები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. მუშაობის დროს წამოჭრილი სიძნელეები მე-3 კლასის მასწავლებელი ხათუნა მურადელი, ვისაც მოუწია ყველაზე მეტი 5 წლიანი მოსწავლის მიღება 2011წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება თურქეთში,ამიტომ მისგან ინფორმაციის მიღება ვერ შევძელით ვერც პირადად და ვერც სკაიპით; თუმცა მან იანვარში შეძლო საქართველოში შამოსვლა და ჩვენც მოვახერხეთ მასთან ზეპირი გამოკითხვა; ხათუნამ მოგვიანებით, მაგრამ მაინც მოგვცა სასურველი ინფორმაცია არსებული რეალობის ირგვლივ. ნაწილი 4. დასკვნა თითოეული ბავშვის ფსიქიკა და გონებრივი პოტენციალი ინდივიდუალურია, აქედან გამომდინარე, მათი სასკოლო ცხოვრებისთვის მზაობა განსხვავებულია და რა თქმა უნდა ,მათი სკოლაში მიღება უნდა მოხდეს შერჩევით, რათა სხვებთან შედარებით ადრე მომწიფებული ბავშვი არ დარჩეს სკოლის გარეთ ან , პირიქით, მოუმზადებელი ბავშვისთვის სასწავლო პროცესი არ აღმოჩნდეს არასასურველი. ნაწილი 5. რეკომენდაციები • სასურველია,რომ შეიქმნას სასკოლო ცხოვრებისთვის მოსამზადებელი ჯგუფები(სკოლის ან ბაგა-ბაღის ბაზაზე) • სასურველია მშობლის,ბაგა-ბაღის აღმზრდელისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლის ურთიერთთანაშრომლობა. • 5 წლიანი მოსწავლის სკოლაში მიღება მოხდეს ბაგა-ბაღის მასწავლებლის ,მშობლის და დაწყებითი კლასის მასწავლებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით ან სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. ნაწილი 6. გამოყენებული ლიტერატურა : • მ.ს.ვიგოტსკი “თხზულებათა კრებული ტ.4” ;“საბავშვო ფსიქოლოგია“ • ჟან პიაჟე: ,,ინტელექტის განვითარების თეორია”

No comments:

Post a Comment